ინფორმაცია მოგზაურებისათვის

საწყისი გვერდი / ინფორმაცია მოგზაურებისათვის

ადგილობრივი ვალუტა

ადგილობრივ ვალუტას ეწოდება ლარი. ქალაქში ვალუტის გადაცვლის ბევრი პუნქტია. აუცილებლად გადაამოწმეთ არსებული გაცვლითი კურსი, რომ ზედმეტი არ გადაგახდევინონ. დოლარის ან ევროს გადაცვლა შეიძლება ადგილობრივ ვალუტაში. შენიშვნა: თბილისში მიიღება მხოლოდ 2006 წლის შემდეგ დაბეჭდილი დოლარები.

გადაადგილება

თბილისში გადაადგილება შეიძლება მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემით — მეტროთი. ქალაქში მეტროს 22 სადგურია. ბარათები, რომლებიც ნებისმიერი თანხით შეგიძლიათ შეავსოთ, იყიდება მეტროს სადგურების შესასვლელთან. მეტროს ბარათი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაგიროს სადგურზე რიყის პარკში.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსებით, რომლებიც იაფი და ხელმისაწვდომია მთელ ქალაქში. ტაქსის გაჩერება შეიძლება პირდაპირ ქუჩაში, ხელის აწევით, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციები, როგორიცაა Bolt ან Yandex Taxi.

მეზავრობა აეროპორტიდან ქალაქში: სასტუმროსა და გესტჰაუსების უმეტესობას აქვს ტრანსფერის სერვისი აეროპორტიდან თავისი სტუმრებისათვის. მგზავრობის ფასი 25-დან 40 ლარამდეა. ასევე შეიძლება ტაქსის ოფიციალური სერვისით სარგებლობა აეროპორტში: ტაქსები დგანან აეროპორტის გამოსასვლელთან და მძღოლები ელოდებიან მგზავრებს. ამ კომპანიის ტაქსებით სარგებლობა უსაფრთხოა, თუმცა ეს შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს.

უსაფრთხოება და უშიშროება

ქართველებს უყვართ ისრაელი და ებრაელები. ღია ანტისემიტიზმი აქ არ არსებობს და თქვენ შეგიძლიათ ამაყად იაროთ თქვენი ებრაული და რელიგიური სიმბოლოებით. თუმცა, უსაფრთხოებისა და უშიშროების მიღებული ნორმების დაცვა ისევე საჭიროა, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში.

ყოველი შემთხვევისათვის, გადაუდებელი დახმარების ტელეფონებია:
პოლიცია / სახანძრო განყოფილება: 112

ისრაელის საელჩო: +99532255650

საელჩოს მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი

დაიცავით ქვეყნის კანონები. ყველა ტურისტულ უბანში პატრულირებს პოლიცია და მიმდინარეობს ვიდეო მეთვალყურეობა, ამიტომ კანონის უმნიშვნელო დარღვევაც კი შეიძლება დასრულდეს ჯარიმით ან დაკავებით.

ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტების საქართველოში შემოტანა კანონით აკრძალულია. თუკი გიწევთ ასეთი მედიკამენტების მიღება, აუცილებლად თან იქონიეთ ექიმის რეცეპტი ინგლისურ ენაზე.

თქვენი ვიზიტი თბილისში

ყველა ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ თბილისში დროის დიდებულად გასატარებლად

קבוצת הוואצאפ שלנו